ძებნა
KA
Menu Close

წესები და პირობები

 აღნიშნული წარმოადგენს სს „ფორ სიზ თრეიდინგის“ (Four Seas Trading) რეგისტრაციის N 404539255 გაყიდვების სტანდარტულ პირობებს. შეკვეთის განთავსებითა და „P42.ge“ ვებ გვერდიდან საქონლის შესყიდვით თქვენ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს. გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ აღნიშნული პირობები თქვენი საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით. გირჩევთ ამობეჭდოთ აღნიშნული პირობები და შეინახოთ თქვენს ჩანაწერებში.  

 

ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება

 მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ, გარკვეული სახის პერსონალური ინფორმაციის მოწოდება, რითაც შევძლებთ თქვენ იდენტიფიცირებას. ეს მოიცავს, მაგრამ არ არის შეზღუდული სახელით, ტელეფონის ნომრით, დაბადების თარიღით, სქესით, შესყიდვის ინფორმაციით, გამოსახულებებით, საფოსტო ინდექსით, ფინანსური ინფორმაციით (რაც გულისხმობს თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათის დეტალებს) და ა.შ. ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ გამოიყენება თქვენთან საკონტაქტოდ ან თქვენი იდენტიფიცირებისათვის.

 ჩვენ ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე. არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად. ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

 

შესვლის მონაცემები

 ჩვენ გატყობინებთ, რომ ვებგვერდზე შესვლისას, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც აგზავნის თქვენი ბრაუზერი და მას ეწოდება შესვლის მონაცემები. ეს შეიძლება მოიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის თქვენი კომპიუტერის ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი, ბრაუზერის ვერსია, ჩვენი საიტის მონახულებულ გვერდები, ამ გვერდებზე გატარებული დრო და სხვა სტატისტიკა.

 

მომსახურების მომწოდებელი

 ჩვენ შეგვიძლია დავიქირაოთ მესამე პირი - კომპანიები ან ინდივიდები - შემდეგი მიზნებისათვის: მომსახურების გაუმჯობესება; მომსახურების გაწევა ჩვენი სახელით; მომსახურებასთან დაკავშირებული ქვე - მომსახურებები; მომსახურების ანალიზი.

 ჩვენ გატყობინებთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ მხარეებს შესაძლებელია წვდომა ჰქონდეს თქვენ პერსონალურ მონაცემებთან. ეს განპირობებულია იმ ვალდებულებებით, რაც აკისრიათ მათ ჩვენ მიმართ. თუმცა, ისინი ვალდებულებას იღებენ, რომ არ გაავრცელებენ ან გაამჟღავნებენ ამ ინფორმაციას სხვა მიზნით.

 

უსაფრთხოება

 კომპანია იყენებს უსაფრთხოების ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან/და განზარახი უკანონო დამუშავების, დაკარგვის, განადგურების, შეცვლის, გამჟღავნების, მოპოვებისა ან გამოყენებისაგან. ვცდილობთ, ამ მიმართულებით უსაფრთხოების ღონისძიებების მუდმივ დახვეწას და დამუშავებას.

 

სხვა ვებგვერდის ბმულები

 ჩვენი ვებგვერდი შეიძლება მოიცავდეს ბმულებს სხვა გვერდებზე გადასასვლელად. თუ თქვენ გამოიყენებთ მსგავს ბმულს, თქვენ გადამისამართდებით შესაბამის გვერდზე. დაიმახსოვრეთ, რომ მათი ფუნქციონირება არ გვეხება ჩვენ, ამიტომ გთხოვთ, გადახედოთ მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ ვერ ვახორციელებთ კონტროლს და შესაბამისად პასუხს არ ვაგებთ სხვისი ვებგვერდის შემადგენლობასა, პოლისებსა და პრაქტიკაზე.

 

ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაშიში

 კომპანია იტოვებს უფლებას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დროდადრო შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტში.

 აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლიტიკა ექვემდებარება გადახედვას და შეცვლას. ამიტომ, გირჩევთ პერიოდულად გადახედოთ მას. ჩვენ შეგატყობინებთ ცვლილების განხორციელების თაობაზე. ცვლილება, ანდა დამატება ძალაში შედის www.P42.ge -ზე გამოქვეყნებისთანავე.

 

კონტაქტი

 კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვების ან შემოთავაზებების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: webshop@fourseas.ge