პარალელ 42-ის ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და P42-ის სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.
ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.
P42-ზე პროდუქციის შესაძენად საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია, რისთვისაც აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით:
მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე შეუძლია პროდუქტის შეძენის პროცესში და ასევე შეძენამდეც.
პროდუქციის ბარათით ყიდვის დროს, p42.ge არ ინახავს თქვე საბარათე მონაცემებს. ის გამისამართებთ Unipay-ის (unipay.com) მიერ მხარდაჭერილ სპეციალურ გვერდზე, რომელიც იყენებს "ქართუ ბანკის" დაცულ სერვერსა და გადახდის მოდულს.
თუ P42.GE მიიჩნევს, რომ მომხმარებლის მხრიდან დაირღვა წინამდებარე წესები და პირობები ან მომხმარებელი რეგისტრირებულია ყალბი ინფორმაციის მითითებით, იგი უფლებამოსილია დახუროს წვდომა და შეზღუდოს პირადი ანგარიშით სარგებლობა ცალმხრივად ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შევიტანოთ ცვლილებები ან/და დამატებები მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ცვლილებების/დამატებების განხორციელების შემდეგ, P42.GE მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელებას მიიჩნევს მომხმარებლის თანხმობად.
ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს პირადულობას, შესაბამისად ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელსაც რეგისტრირებისას გვიზიარებთ, გამოიყენება მხოლოდ ჩვენს მიერ და არ გაიცემა მესამე მხარეზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.