ძებნა
KA
Menu Close

Gorgona

მწარმოებელი: FRESCOBALDI
ტოსკანის არქიპელაგი - მიწიერი სამოთხე, რომლიდანაც გორგონა აფროდიტეს მარგალიტებიდან ყველაზე ველური, ყველაზე კაშკაშაა. მის მოჩვენებით პირქუშობას მიღმა სუნამოებისა და სიწყნარის ენით აღუწერელი მაცდუნებელი და ბუნებრივი სილამაზე იმალება, რომელიც თავისი სიმძლავრითა და მარადიული ზრდით შთაგაგონებთ... მის ირგვლივ წყალსა და მარილში კი ისახება ზეციური გზავნილები, რომლებიც მაქმანებად ეფინება იალქნებს. (ა. ბოჩელიi - 2014) გორგონას პროექტი. გორგონას პროექტი დაიწყო 2012 წლის აგვისტოში ფრესკობალდსა და გორგონას, ევროპაში ერთადერთ ციხეს, შორის პარტნიორული ურთიერთობის დამყარების შედეგად. პატიმრები სასჯელის ბოლო წლებს აქ ატარებენ, მუშაობენ და ცხოვრობენ ბუნებასთან მჭიდრო კონტაქტში, ივითარებენ რა საზოგადოებასა და შრომის ბაზარზე დაბრუნების უნარ-ჩვევებს. პროექტი, რომელიც მოიცავს პატარა ვენახს ამფითეატრის ცენტრში, რომელიც ზღვას გადაჰყურებს, მიზნად ისახავს, ფრესკობალდის აგრონომებსა და ენოლოგებთან მჭიდრო თანამშრომლობით კუნძულის ვენახებში პატიმრებს პრაქტიკული გამოცდილება შესძინოს ვაზის მოვლისა და მეღვინეობის სფეროში. გორგონა როსოს ლეიბლი ეძღვნება იმედსა და რეაბილიტაციის სურვილს, რომლის განხორციელებაში პატიმრებს საზოგადოებაში დაბრუნების გზაზე ახალი გვერდის გადაშლაში აქ მიღებული გამოცდილება დაეხმარება.
სპეციფიკაცია
Wine
ტიპი წითელი მშრალი
ქვეყანა იტალია
აპელაცია Island of Gorgona
რეიტინგი 4.5
James Suckling 95
ყურძნის სახეობა Sangiovese, Vermentino
მოცულობა 750ml
ალკოჰოლი 13.5%
წელი 2018
Top 1% Best Wines In The World Yes
ხელმისაწვდომობა: ხელმისაწვდომია
1 400,00 ₾
h i