ლუჩე (Luce) არის პირველი ღვინო, რომელიც მომზადებული იქნა მონტალჩინოში, სანჯოვეზესა და მერლოს კუპაჟისგან. შესანიშნავი ჰარმონია სანჯიოვეზეს სტრუქტურასა და ელეგანტურობას და მერლოს სიმრგვალესა და სირბილეს შორის. ლუჩე მამულის საკულტო ღვინოა, რომელსაც ძალუძს, წლიდან წლამდე, ჩვენი მიწების ორიგინალური ინტერპრეტაციის გამოხატვა.
ტინიანელო პირველი სანჯიოვეზე იყო, რომელიც ბარიკებში დააძველეს - პირველი თანამედროვე წითელი ღვინო, არატრადიციულ ჯიშებთან (კონკრეტულად კაბერნესთან) შერეული და, ასევე, ერთ-ერთი პირველი წითელი ღვინო კიანტი კლასიკოს რეგიონში, სადაც თეთრ ყურძენს არ იყენებდნენ. ტინიანელო საკვანძო მოვლენას წარმოადგენს. მზადდება სანჯიოვეზეს, კაბერნე სოვიონიონისა და კაბერნე ფრანკისგან.
Vignaferrovia იწარმოება მხოლოდ საუკეთესო მოსავლისგან, რომელსაც იღებენ 4 ჰექტრის (10 აკრის) ფართობის პატარა ნაკვეთზე, მე-19 საუკუნის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ გაშენებული ვენახიდან. ნიადაგი, ძირითადად, წარმოდგენილია კირქვიანი თიხით, პატარა ზომის ქვების ხშირი ჩანართებით. ღვინო ელეგანტური და მიმზიდველია, ხასიათდება მკვრივი ტანინიანი სტრუქტურით, რომელსაც კარგად ავსებს გამომაცოცხლებელი ძალა და სიტკბო. Vignaferrovia-ს პირველი მოსავალი, რომლისგანაც ღვინო დაამზადეს, 2004 წელს იქნა აღებული. ღვინო არ დაუწურავთ 2005, 2008 და 2011 წლებში.
გარნაჩას ყურძენი მოდის მცირე ნაკვეთებიდან, მცირე მოსავლებით, რომლებსაც ხელით კრეფენ, შემდეგ კი ფერმენტაციისთვის ცალ-ცალკე ათავსებენ პატარა ავზებში. მალოლაქტური დუღილის შემდეგ ღვინოს 22 თვის განმავლობაში აძველებენ ფრანგული მუხის კასრებში.
კაბერნე სოვინიონის, მერლოს, კაბერნე ფრანკის და, ზოგჯერ, მცირე რაოდენობით პეტი ვერდოს ნაზავი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს ბოლჰერის ტერუარის კომპლექსურობასა და ელეგანტურობას. ეს ღვინო იწარმოება 1990 წლიდან იმ ალუვიურ ნიადაგებზე მდებარე ვენახებში მოკრეფილი ყურძნისგან, რომელთა შემადგენლობა მერყეობს თიხნარ-ქვიშნარიდან თიხნარამდე კლდოვანი დეპოზიტებით, რომლებიც ცნობილია, როგორც "Scheletro".