The wines are from an extensive vineyard in the Vilariça Valley in the Douro Superior region. Rich in tannins and with spice, it has black fruits that are now ready to drink.
ამ მხარეში მოყვანილი სანჯიოვეზეს ჯიშისთვის დამახასიათებელი თვისებების მქონე, კამპო აი როსო დი მონტალჩინო (Campo ai Sassi Rosso di Montalcino) მზადდება ღრმა ნიადაგებზე მოყვანილი ყურძნისგან. ეს არის ელეგანტური, არომატული ღვინო მსუბუქი, დელიკატური ტანინიანი ტექსტურით.
პიან რომუალდო (Pian Romualdo) პირველად 1961 წელს დამზადდა პრუნოტოს ვენახებიდან მოკრეფილი ყურძნისგან, რომლებიც მდებარეობს მონფორტე დ'ალბას რეგიონში. აქ მოყვანილი ბარბერას ვაზი დიდ სარგებელს იღებს დღისა და ღამის ტემპერატურის მერყეობისგან, რაც ხელს უწყობს პიან რომუალდოს ექსპრესიული სიახლის, პრეციზიული არომატისა და დაძველების შესანიშნავი პოტენციალის განვითარებაში.
ღვინო არაჩვეულებრივი ოქროსფერ-ჩალისფერია. მისი სასიამოვნო ხილის არომატი მძლავრი და ხანგრძლივია, ნესვის გამოხატული ელფერით. ხასიათდება მშრალი, რბილი, დაბალანსებული და ხანგრძლივი გემოთი.
სულ ვულკანო (Sul Vulcano), ღია ლალისფერი, გთავაზობთ ელეგანტურ თაიგულს წითელი ხილის (ჟოლო და ალუბალი) ნოტებით, ახალი ბალზამიანი პიტნისა და თეთრი წიწაკის დელიკატური პიკანტური ნიუანსებით. გემო სუფთაა, კარგი სტრუქტურით, სავსეა აბრეშუმისებრი ტანინებით და ხასიათდება დაბალანსებული და მდგრადი დასრულებით.