ლუჩე (Luce) არის პირველი ღვინო, რომელიც მომზადებული იქნა მონტალჩინოში, სანჯოვეზესა და მერლოს კუპაჟისგან. შესანიშნავი ჰარმონია სანჯიოვეზეს სტრუქტურასა და ელეგანტურობას და მერლოს სიმრგვალესა და სირბილეს შორის. ლუჩე მამულის საკულტო ღვინოა, რომელსაც ძალუძს, წლიდან წლამდე, ჩვენი მიწების ორიგინალური ინტერპრეტაციის გამოხატვა.
ემბლემატური ღვინო Castello Nipozzano-დან, ისტორიული ფრესკობალდის მამულიდან ფლორენციიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით რამდენიმე კილომეტრში, Nipozzano Riserva არის ტოსკანური მეღვინეობის ტრადიციის და ტერუარის განუყოფელი კავშირის სიმბოლო.
შეფუთვაში შედის 1 ბოთლი Nipozzano Riserva, 1 ბოთლი Nipozzano Vecchie Viti და 1 ბოთლი Nipozzano Montesodi.
ამ მამულის უმაღლეს ბორცვებზე, რომელიც ღვინოს 1800-იანი წლებიდან აწარმოებს, არის სანჯიოვეზეს პატარა ვენახი, რომელიც, თავის მხრივ, არაჩვეულებრივ ემოციებს გვანიჭებს. 450 მეტრის სიმაღლე, შუადღის ცხელი მზის ზემოქმედება, მერგელიანი ნიადაგები და ხმელთაშუა ზღვის ქარების სიუხვე ბრუნელო რიზერვას ღვინოს უდიდეს ელეგანტურობას, ხასიათსა და ხანგრძლივობას ანიჭებს.
მომწონს ის ფაქტი, რომ ათასწლეულების წინ ეს მიწა ზღვამ დაფარა. შემდეგ, 700 წლის წინ, ჩემმა წინაპრებმა ამ ქვიშიან, თიხით მდიდარ ტერუარებზე პირველი ვაზი გააშენეს, რითაც დაიწყო ჩვენი, როგორც მეღვინეების ისტორია. დღეს აქ იწარმოება ჯირამონტე, ღვინო, რომელსაც აქვს თანამედროვე ხასიათი, მაგრამ მაინც ამ მიწის ისტორიისა და ბუნების ერთგული რჩება.
ეს ღვინო შესანიშნავი გამოხატულებაა იმ იგივე სახელწოდების კუნძულისა, საიდანაც ის წარმოიშვა. აღვიძებს ხმელთაშუა ზღვისპირეთის ყველა არომატს, კუნძულის ნიადაგების მინერალურობას და ზღვის ქარების სიმკვეთრეს. გორგონას არომატი მდიდარია როზმარინის, ქონდრის, კუნელის ყვავილებისა და ღვიის მცენარეული ნოტებით, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმიან მწიფე თეთრი ატმის, ანანასისა და კედარის კომპლექსურ ნოტებს, რაც ხანგრძლივი მწიფობის ფაზის შედეგია. ღვინო აქვს სუფთა გემო, ხილის ოდნავ შესამჩნევი სურნელით, რომელიც გარგლის ჯემის გემოს წააგავს. ხანგრძლივ და მიმზიდველ გემოსთან ერთად, გორგონა ამ პატარა, მაგრამ წარმოუდგენლად მრავალფეროვანი კუნძულის აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს.