ძებნა
KA
Menu Close

ქვეყნების მიხედვით

ხედი ბადე სია
დალაგება
რაოდენობა გვერდზე

Nipozzano Riserva, Vecchie Viti, Montesodi - Wine Rack

ემბლემატური ღვინო Castello Nipozzano-დან, ისტორიული ფრესკობალდის მამულიდან ფლორენციიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით რამდენიმე კილომეტრში, Nipozzano Riserva არის ტოსკანური მეღვინეობის ტრადიციის და ტერუარის განუყოფელი კავშირის სიმბოლო. შეფუთვაში შედის 1 ბოთლი Nipozzano Riserva, 1 ბოთლი Nipozzano Vecchie Viti და 1 ბოთლი Nipozzano Montesodi.
92
JS
3.7
R
490,00 ₾

Chassagne Montrachet - Joseph Drouhin

კოტ-დე-ბონის სამხრეთით, ქალაქ ბონიდან არც თუ ისე შორს. ეს არის "კოტ-დე-ბლანის" ("Côte des Blancs") ერთ-ერთი ცნობილი სოფელი, რომელიც აწარმოებს დიდებულ თეთრ ღვინოებს (სხვები: Meursault და Puligny-Montrachet). "ეს შესანიშნავი ღვინის დაგემოვნების არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. აღმაფრთოვანებელი ღია ოქროსფერი შეფერილობა. წინა პლანზე გამოდის ინტენსიური და ელეგანტური არომატი: კუნელის, გარგლის ნოტები, გადადის თამბაქოს ელფერისკენ. ღვინის დაძველებისას ჩირისა და იშვიათი სანელებლების ნიუანსები ჩნდება. აბრეშუმისებრი ტექსტურა და ტანინის დახვეწილი შტრიხი ღვინოს ჭეშმარიტ პერსონალურობას ანიჭებს. შესანიშნავი გემო. შესანიშნავი თეთრი ბურგუნდი!".
94
JS
4.5
R
499,00 ₾

Luce Brunello Di Montalcino - Frescobaldi

100% Sangiovese ტოსკანის ქალაქ Montalcino-დან; მწიფდება მინიმუმ 2 წელი მუხის კასრებში.
96
JS
4.5
R
530,00 ₾

Pian delle Vigne Vignaferrovia Brunello di Montalcino Riserva

Vignaferrovia იწარმოება მხოლოდ საუკეთესო მოსავლისგან, რომელსაც იღებენ 4 ჰექტრის (10 აკრის) ფართობის პატარა ნაკვეთზე, მე-19 საუკუნის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ გაშენებული ვენახიდან. ნიადაგი, ძირითადად, წარმოდგენილია კირქვიანი თიხით, პატარა ზომის ქვების ხშირი ჩანართებით. ღვინო ელეგანტური და მიმზიდველია, ხასიათდება მკვრივი ტანინიანი სტრუქტურით, რომელსაც კარგად ავსებს გამომაცოცხლებელი ძალა და სიტკბო. Vignaferrovia-ს პირველი მოსავალი, რომლისგანაც ღვინო დაამზადეს, 2004 წელს იქნა აღებული. ღვინო არ დაუწურავთ 2005, 2008 და 2011 წლებში.
96
JS
4.3
R
540,00 ₾

Touran - GIL Family Estates

გარნაჩას ყურძენი მოდის მცირე ნაკვეთებიდან, მცირე მოსავლებით, რომლებსაც ხელით კრეფენ, შემდეგ კი ფერმენტაციისთვის ცალ-ცალკე ათავსებენ პატარა ავზებში. მალოლაქტური დუღილის შემდეგ ღვინოს 22 თვის განმავლობაში აძველებენ ფრანგული მუხის კასრებში.
4.7
R
545,00 ₾

Guado Al Tasso Bolgheri D.O.C. Superiore

კაბერნე სოვინიონის, მერლოს, კაბერნე ფრანკის და, ზოგჯერ, მცირე რაოდენობით პეტი ვერდოს ნაზავი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს ბოლჰერის ტერუარის კომპლექსურობასა და ელეგანტურობას. ეს ღვინო იწარმოება 1990 წლიდან იმ ალუვიურ ნიადაგებზე მდებარე ვენახებში მოკრეფილი ყურძნისგან, რომელთა შემადგენლობა მერყეობს თიხნარ-ქვიშნარიდან თიხნარამდე კლდოვანი დეპოზიტებით, რომლებიც ცნობილია, როგორც "Scheletro".
96
JS
4.6
R
550,00 ₾
Filters Close
Min: 27,00 ₾ Max: 5 400,00 ₾
₾27 ₾5400