Badia a Passignano Gran Selezione იწარმოება ექსკლუზიურად სანჯიოვეზეს საუკეთესო ყურძნისგან. ყურძენი იკრიფება იგივე დასახელების ვენახიდან, რომელიც მდებარეობს კიანტი კლასიკოს რეგიონის შუაგულში. რეგიონს აფასებენ 1000წლიდან მისი გამორჩეული ღვინის წარმოების გამო. ვენახები იზრდება ზღვის დონიდან დაახლოებით 300 მეტრის სიმაღლეზე, კირქვითა და თიხით მდიდარ ნიადაგებზე. ღვინო დაძველებულია ისტორიულ სარდაფებში, პასინიანოს ბადიას (სააბატოს) ქვეშ, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება.
ღვინო იხსნება გვირილას, ხრაშუნა ვაშლის, ლიმონის ქერქისა და ბრიოშის ნოტებით. მისი არაჩვულებრივი გემო თავისთავად ქმნის მეორე ჭიქის დალევის სურვილს. მსხლის, კომშისა და სველი კურკების არომატები ავლენს კომპლექსურობის სრულ სპექტრს, რომელსაც ვიღებთ ფოსის ველზე მდებარე ჩვენი მამულიდან.
Our Lunare is an opulent and elegant wine. Its extremely complex aromas and powerful structure combine to create an overall impression of harmony in a highly quaffable wine.
სხვადასხვა Premier Cru ვენახების ნაზავი ჯოზეფ დრუენის ადგილსამყოფელიდან შაბლისში (Roncières, Mont de Milieu, Montée de Tonnerre, Moireins). ისინი განლაგებულია მდინარე სერეინის ორივე ნაპირას. მოსავლის აღება და ვინიფიკაცია ცალ-ცალკე ხდება, შემდეგ კი ერთად გროვდება. შედეგი - ჰარმონიული მთლიანობა, სადაც თითოეულ ღვინოს საკუთარი იდენტობა მოაქვს. კიმერიჯის კირქვა შეიცავს მოთეთრო ხსნარში გაბნეულ მილიონობით პატარა ზღვიურ ქვას, რომელიც, შესაძლოა, ოდესღაც ზღვის ფსკერზე იყო... ასობით მილიონი წლის წინ. ეს ზღვიური წარმოშობა შაბლის ღვინოებს უნიკალურ გემოს ანიჭებს. ვაზის საშუალო ასაკია 29 წელი.
დამზადებულია მსოფლიოში უნიკალური ყურძნის ჯიშის ალბაროსასგან. ეს არის ნებიოლოსა და ბარბერას 1930-იანი წლების ჰიბრიდი, რომელიც შექმნილი პროფესორ დალმასოს მიერ. Bricco Colma წარმოადგენს ორი ისტორიული ვაზის ჯიშის კომბინაციას, რომელიც გამოხატავს კენკრის არაჩვეულებრივ სიახლესა და არომატულ თვისებებს.