
|
ანტინორის ოჯახი
|
ანტინორის ოჯახი მეღვინეობის ხელოვნებისადმი ერთგულია ექვს საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში. იმ დროიდან, როდესაც 1385 წელს Giovanni di Piero Antinori გახდა "Arte Fiorentina dei Vinattieri", ფლორენციელი მეღვინეების გილდიის წევრი.
ოჯახის ისტორიული მემკვიდრეობა მათი მამულებია ტოსკანასა და უმბრიაში, თუმცა წლების განმავლობაში ინვესტიციები განახორციელეს ბევრ სხვა ტერიტორიებზეც, როგორც იტალიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სახელი კი მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებით გაითქვეს, რაც იძლევა შესაძლებლობებს დავაფასოთ და განვავითაროთ მეღვინეობის დიდი პოტენციალის მქონე უნიკალური ახალი ტერუარები.
|
 |
GO TO WEB SITE
Haras De Pique Chardonay მომწვანო-მოყვითალო ტონების და ოქროსფერი შეფერილობისაა. გაყვება მსხლისა და თეთრი ყვავილების არომატი, დახვეწილი ტროპიკული ნოტებით, როგორიცაა მანგო და ანანასი. ღვინო არის ახალი და ციტრუსოვანი ხასიათის.
Albaclara გამოირჩევა ნათელი ყვითელი და ვერცხლისფერი ტონებით. გაყვება ციტრუსოვანი ხილისა და ახალი მწვანილის ნოტები. გემო აქვს ძალიან სუფთა და მინერალური სასიამოვნო სიმჟავით დაბალანსებული.
არომატული, ბუნებრივი მწვანილეულის გემო და პიკანტურობა დომინირებს ამ ღვინის გამომაცოცხლებელ სურნელში. ზემო მაიპოს ხეობის ტიპიური ნოტები გამორჩეულს ხდიან ამ ნაზავს თამბაქოს, მიწისა და მინერალური ნიუანსებით.
ღვინო Casasole ღია ჩალისფერი შეფერილობისაა. ხილის ნოტებით გაჯერებული გემო სასიამოვნოს ხდის ღვინოს დასალევად, ხილის სიტკბო, მწიფე მსხლისა და ფორთოხლის ბუკეტი უზრუნველყოფს დარჩენილი გემოს მდგრადობას.
ღვინო Campogrande ღია ჩალისფერი შეფერილობისაა. მისი გემო გაჯერბულია ხილის ნოტებით ძირითადად, ყვითელი ვაშლისა და Williams-ის მსხლის არომატებით, რომელიც ერწყმისა ციტრუსს. დაბოლოება არის მსუბუქი, ცოცხალი და დაბალანსებული მჟავიანობის.
დაბალანსებული, პიკანტური, ცოცხალი და რბილი გემო ხილის ნოტებთან ერთად, რომელთა წყალობით ღვინო არაჩვეულებრივ არომატებს ტოვებს.
Loading more products ...