ანტინორის ოჯახი მეღვინეობის ხელოვნებისადმი ერთგულია ექვს საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში. იმ დროიდან, როდესაც 1385 წელს Giovanni di Piero Antinori გახდა "Arte Fiorentina dei Vinattieri", ფლორენციელი მეღვინეების გილდიის წევრი.
ოჯახის ისტორიული მემკვიდრეობა მათი მამულებია ტოსკანასა და უმბრიაში, თუმცა წლების განმავლობაში ინვესტიციები განახორციელეს ბევრ სხვა ტერიტორიებზეც, როგორც იტალიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სახელი კი მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებით გაითქვეს, რაც იძლევა შესაძლებლობებს დავაფასოთ და განვავითაროთ მეღვინეობის დიდი პოტენციალის მქონე უნიკალური ახალი ტერუარები.
Ripe red cherry, red and black plum fruit, with characteristic vegetal notes of Carmenere. Ripe smooth tannins with complex notes of oak, vanilla and chocolate adding body. Easy drinking, high quality Carmenere.
წმინდა ნეგროამარო ტორმარესკას მამულიდან. სახელი მიიღო ფერმიდან, რომლამდე მისვლაც შესაძლებელია საცალფეხო ბილიკით, რომელიც გადის ფიჭვნარებსა და ზეთისხილის კორომებში. ძველი ფერმის სახლი აშენდა ლეჩეს კეთილშობილმა კაპეჩეს ოჯახმა. სახლს დაარქვეს მის კედლებს გარეთ მდებარე პატარა სამლოცველოს სახელი. ეს სამლოცველო, რომელიც მიეძღვნა წმინდა პასკუალს მაიმეში (პატარა უბანი), აშენდა იმისთვის, რომ მამულში მომუშავე გლეხებს კვირის განმავლობაში სათანადო ადგილი ჰქონოდათ სალოცავად, მაშინ, როდესაც სახლიდან შორს იყვნენ. ასეთი ტრადიციები ასახავს წარსული ცხოვრების წესის ღირებულებებსა და ტემპებს.
ეს მომხიბლავი ღვინო წარმოადგენს სოვიონიონ ბლანის, გრეჩეტოს, ტრამინერის, სემილიონისა და რისლინგის ნაზავს, რომელიც დაზიანებულია Botrytis Cinerea-ით (კეთილშობილი ობი). დილის ნისლები და ადგილობრივი მიკროკლიმატი ხელს უწყობს ამ ობის განვითარებას, რაც ამცირებს ყურძენში წყლის შემცველობას. შედეგად წარმოქმნილი შაქრებისა და არომატების კონცენტრაცია მუფატოს განსაკუთრებულ და განუმეორებელ გემოს აძლევს.