ანტინორის ოჯახი მეღვინეობის ხელოვნებისადმი ერთგულია ექვს საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში. იმ დროიდან, როდესაც 1385 წელს Giovanni di Piero Antinori გახდა "Arte Fiorentina dei Vinattieri", ფლორენციელი მეღვინეების გილდიის წევრი.
ოჯახის ისტორიული მემკვიდრეობა მათი მამულებია ტოსკანასა და უმბრიაში, თუმცა წლების განმავლობაში ინვესტიციები განახორციელეს ბევრ სხვა ტერიტორიებზეც, როგორც იტალიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სახელი კი მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებით გაითქვეს, რაც იძლევა შესაძლებლობებს დავაფასოთ და განვავითაროთ მეღვინეობის დიდი პოტენციალის მქონე უნიკალური ახალი ტერუარები.
ძლიერი, ადვილად მოსავლელი ყურძენი ბარბერა (Barbera) ცნობილია, როგორც სხვადასხვა რეგიონთან სწრაფად შეგუებადი ჯიში. ჩვეულებრივ, მუქი ლალისფერი, დაბალტანინიანი და მაღალმჟავიანია.
The aging in barriques gives it an amber color, conveys strong aromas and enhances its dry, harmonious taste, making it a grappa of great personality.
Light wood notes accompany this traditional and robust grappa. Vigour, spice and a certain bitterness on the finish.
ანტინორის ოჯახის ისტორიული ლეიბლი, დაწყებული 2011 წლის მარკიზ ანტონორის (Marchese Antinori) მოსავლიდან, იწარმოება ექსკლუზიურად ტინიანელოს ვენახის ყურძნისგან. ღვინო მზადდება თითქმის მთლიანად სანჯიოვეზესგან სხვა დამატებითი ჯიშების მცირე წილის შერევით. ღვინო, რომელიც სრულყოფილად გამოხატავს ამ მხარეში მოყვანილი სანჯიოვეზეს ყურძნის ხარისხსა და ელეგანტურობას.
Badia a Passignano Gran Selezione იწარმოება ექსკლუზიურად სანჯიოვეზეს საუკეთესო ყურძნისგან. ყურძენი იკრიფება იგივე დასახელების ვენახიდან, რომელიც მდებარეობს კიანტი კლასიკოს რეგიონის შუაგულში. რეგიონს აფასებენ 1000წლიდან მისი გამორჩეული ღვინის წარმოების გამო. ვენახები იზრდება ზღვის დონიდან დაახლოებით 300 მეტრის სიმაღლეზე, კირქვითა და თიხით მდიდარ ნიადაგებზე. ღვინო დაძველებულია ისტორიულ სარდაფებში, პასინიანოს ბადიას (სააბატოს) ქვეშ, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება.
ღვინო იხსნება გვირილას, ხრაშუნა ვაშლის, ლიმონის ქერქისა და ბრიოშის ნოტებით. მისი არაჩვულებრივი გემო თავისთავად ქმნის მეორე ჭიქის დალევის სურვილს. მსხლის, კომშისა და სველი კურკების არომატები ავლენს კომპლექსურობის სრულ სპექტრს, რომელსაც ვიღებთ ფოსის ველზე მდებარე ჩვენი მამულიდან.