პინიოლო (Pignolo), ისევე, როგორც რიბოლა და სხვები, ძველი ავტოქტონური ყურძნის ჯიშია, რომელიც იზრდება ფრიული ვენეცია-ჯულიას რეგიონში და რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ უკვე თითქმის გამქრალია, ამჟამად გადაფასებულია რამდენიმე ადგილობრივი მამულის მიერ. აქვე მოყვანილია მისი დეფინიცია, რომელიც პროფესორმა დალმასომ მისცა მას 1930-იან წლებში: „ღვინის თავისებური, ლუქს-სახეობა…“. პინოლიო გამოხატავს ძლიერ პერსონალურობას და შესანიშნავ ტიპიურობას. გემო ძლიერია, ძალიან მშრალი და, გარდა ამისა, მდიდარია ტანინებით, თუმცა, მცირე მოსავლისას, შეიძლება იყოს უფრო „უხეში“ (გარკვეულ ასპექტში ფრიულიელების ტემპერამენტს წააგავს).
ეს არის Brut, რომელიც სრულყოფილად განასახიერებს Castello di Pomino-ს ღვინოების ელეგანტურ სტილს: ექსპრესიული და დამაინტრიგებელი, მას შეუძლია დაიპყროს თავისი არტიკულირებული და რთული არომატით და კრემისებური და კარგად ჰარმონიზებული გემოებით.
ალიე (Alie) დელიკატური, დახვეწილი და ელეგანტური, ნაზი ვარდისფერი, ატმის ენერგიული ნოტებითა და ვარდის დახვეწილი სურნელით. მდიდარი და დაბალანსებული გემო, ვარდისფერი გრეიფრუტის ციტრუსოვანი ნოტებითა და პიკანტური ელფერით, რომელსაც ელეგანტურად გადაჰყავხართ გემოს შეგრძნებების ნაკადში.
ყოველთვის, როცა პომინოსკენ მიმავალ გზაზე ვარ, მიყვარს ტოსკანის ამ უნიკალური კუთხის დათვალიერება: ბორცვებს და კვიპაროსებს ციცაბო ფერდობები მოჰყვება, გრილი ზაფხული და თოვლიანი ზამთარი, ასევე, საუკუნოვანი ნაძვისა და სეკვოიას დიდებული ტყეები, რომლებიც გარს არტყავს. შარდონეს ვენახებს, რომლებიც ჯერ კიდევ 1855 წელს გააშენეს. 1973 წელს, 700 მეტრის სიმაღლეზე, დაიბადა Benefizio Cru - პირველი თეთრი ღვინო იტალიაში, რომელიც ფერმენტირებული და დაძველებული იქნა კასრებში.
ჭეშმარიტი პინო ნუარი პომინოდან. ეს ღვინო ასახავს იმ ტერიტორიის უნიკალურ ხარისხს, რომელიც იდეალურია რეგიონის არაჩვეულებრივი ელეგანტური პროდუქციის განმასახიერებელი ჯიშების გაშენებისთვის. პომინო პინო ნერო გთავაზობთ დელიკატურ, ყვავილოვან, ხილის ბუკეტს, რომელსაც თან სდევს კარგად დაბალანსებული პიკანტური ნოტები.