კოტ-დე-ბონის სამხრეთით, ქალაქ ბონიდან არც თუ ისე შორს. ეს არის "კოტ-დე-ბლანის" ("Côte des Blancs") ერთ-ერთი ცნობილი სოფელი, რომელიც აწარმოებს დიდებულ თეთრ ღვინოებს (სხვები: Meursault და Puligny-Montrachet). "ეს შესანიშნავი ღვინის დაგემოვნების არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. აღმაფრთოვანებელი ღია ოქროსფერი შეფერილობა. წინა პლანზე გამოდის ინტენსიური და ელეგანტური არომატი: კუნელის, გარგლის ნოტები, გადადის თამბაქოს ელფერისკენ. ღვინის დაძველებისას ჩირისა და იშვიათი სანელებლების ნიუანსები ჩნდება. აბრეშუმისებრი ტექსტურა და ტანინის დახვეწილი შტრიხი ღვინოს ჭეშმარიტ პერსონალურობას ანიჭებს. შესანიშნავი გემო. შესანიშნავი თეთრი ბურგუნდი!".
Vignaferrovia იწარმოება მხოლოდ საუკეთესო მოსავლისგან, რომელსაც იღებენ 4 ჰექტრის (10 აკრის) ფართობის პატარა ნაკვეთზე, მე-19 საუკუნის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ გაშენებული ვენახიდან. ნიადაგი, ძირითადად, წარმოდგენილია კირქვიანი თიხით, პატარა ზომის ქვების ხშირი ჩანართებით. ღვინო ელეგანტური და მიმზიდველია, ხასიათდება მკვრივი ტანინიანი სტრუქტურით, რომელსაც კარგად ავსებს გამომაცოცხლებელი ძალა და სიტკბო. Vignaferrovia-ს პირველი მოსავალი, რომლისგანაც ღვინო დაამზადეს, 2004 წელს იქნა აღებული. ღვინო არ დაუწურავთ 2005, 2008 და 2011 წლებში.
გარნაჩას ყურძენი მოდის მცირე ნაკვეთებიდან, მცირე მოსავლებით, რომლებსაც ხელით კრეფენ, შემდეგ კი ფერმენტაციისთვის ცალ-ცალკე ათავსებენ პატარა ავზებში. მალოლაქტური დუღილის შემდეგ ღვინოს 22 თვის განმავლობაში აძველებენ ფრანგული მუხის კასრებში.
კაბერნე სოვინიონის, მერლოს, კაბერნე ფრანკის და, ზოგჯერ, მცირე რაოდენობით პეტი ვერდოს ნაზავი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს ბოლჰერის ტერუარის კომპლექსურობასა და ელეგანტურობას. ეს ღვინო იწარმოება 1990 წლიდან იმ ალუვიურ ნიადაგებზე მდებარე ვენახებში მოკრეფილი ყურძნისგან, რომელთა შემადგენლობა მერყეობს თიხნარ-ქვიშნარიდან თიხნარამდე კლდოვანი დეპოზიტებით, რომლებიც ცნობილია, როგორც "Scheletro".
ამ მამულის უმაღლეს ბორცვებზე, რომელიც ღვინოს 1800-იანი წლებიდან აწარმოებს, არის სანჯიოვეზეს პატარა ვენახი, რომელიც, თავის მხრივ, არაჩვეულებრივ ემოციებს გვანიჭებს. 450 მეტრის სიმაღლე, შუადღის ცხელი მზის ზემოქმედება, მერგელიანი ნიადაგები და ხმელთაშუა ზღვის ქარების სიუხვე ბრუნელო რიზერვას ღვინოს უდიდეს ელეგანტურობას, ხასიათსა და ხანგრძლივობას ანიჭებს.