ლუჩე (Luce) არის პირველი ღვინო, რომელიც მომზადებული იქნა მონტალჩინოში, სანჯოვეზესა და მერლოს კუპაჟისგან. შესანიშნავი ჰარმონია სანჯიოვეზეს სტრუქტურასა და ელეგანტურობას და მერლოს სიმრგვალესა და სირბილეს შორის. ლუჩე მამულის საკულტო ღვინოა, რომელსაც ძალუძს, წლიდან წლამდე, ჩვენი მიწების ორიგინალური ინტერპრეტაციის გამოხატვა.
ეს 3 ბოთლი აღჭურვილია ორიგინალური ხის საპრეზენტაციო ყუთით. ამ ღვინომ თავისი სახელი მიიღო სანტა მარია სკალა კოელის მონასტრისგან, სადაც ბერები ჩუმად და ყოველდღიურ ლოცვაში ცხოვრობდნენ.
ტინიანელო პირველი სანჯიოვეზე იყო, რომელიც ბარიკებში დააძველეს - პირველი თანამედროვე წითელი ღვინო, არატრადიციულ ჯიშებთან (კონკრეტულად კაბერნესთან) შერეული და, ასევე, ერთ-ერთი პირველი წითელი ღვინო კიანტი კლასიკოს რეგიონში, სადაც თეთრ ყურძენს არ იყენებდნენ. ტინიანელო საკვანძო მოვლენას წარმოადგენს. მზადდება სანჯიოვეზეს, კაბერნე სოვიონიონისა და კაბერნე ფრანკისგან.
ემბლემატური ღვინო Castello Nipozzano-დან, ისტორიული ფრესკობალდის მამულიდან ფლორენციიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით რამდენიმე კილომეტრში, Nipozzano Riserva არის ტოსკანური მეღვინეობის ტრადიციის და ტერუარის განუყოფელი კავშირის სიმბოლო.
შეფუთვაში შედის 1 ბოთლი Nipozzano Riserva, 1 ბოთლი Nipozzano Vecchie Viti და 1 ბოთლი Nipozzano Montesodi.
კოტ-დე-ბონის სამხრეთით, ქალაქ ბონიდან არც თუ ისე შორს. ეს არის "კოტ-დე-ბლანის" ("Côte des Blancs") ერთ-ერთი ცნობილი სოფელი, რომელიც აწარმოებს დიდებულ თეთრ ღვინოებს (სხვები: Meursault და Puligny-Montrachet). "ეს შესანიშნავი ღვინის დაგემოვნების არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. აღმაფრთოვანებელი ღია ოქროსფერი შეფერილობა. წინა პლანზე გამოდის ინტენსიური და ელეგანტური არომატი: კუნელის, გარგლის ნოტები, გადადის თამბაქოს ელფერისკენ. ღვინის დაძველებისას ჩირისა და იშვიათი სანელებლების ნიუანსები ჩნდება. აბრეშუმისებრი ტექსტურა და ტანინის დახვეწილი შტრიხი ღვინოს ჭეშმარიტ პერსონალურობას ანიჭებს. შესანიშნავი გემო. შესანიშნავი თეთრი ბურგუნდი!".