გალანტასი წარმოადგენს მაიპო ანდების ხეობის კაბერნე ფრანკის მაქსიმალურ ექსპრესიას. ღვინო, რომელსაც შესწევს ამ უნიკალური ტერუარის დამახასიათებელი ვიბრაციის, ელეგანტურობისა და დახვეწილობის გამოხატვის უნარი. ყურძენი იკრიფება ჰარას დე პირკეს ორგანული ვენახებიდან, რომლებიც მდებარეობს მაიპო ანდების ხეობაში ზღვის დონიდან 2300 ფუტის (700 მეტრის) სიმაღლეზე. აქ, კაბერნე ფრანკი წარმატებით და მაქსიმალურად გამოხატავს თავის მნიშვნელოვან პოტენციალს, რაშიც მნიშვნელოვანწილად ეხმარება ანდების მთისწინეთის გრილი ღამეები.
Pinot Grigio პინო გრიჯიოს ყურძნისგან, ფერმენტირებული, როგორც თეთრი ღვინო. მას აქვს ინტენსიური ჩალისფერ-მოყვითალო ფერი; მისი არომატი ინტენსიური, სავსე და ხილისაა, გამოირჩევა შესანიშნავი მდგრადობით. გემო მშრალი, ხავერდოვანი, სურნელოვანი და მდგრადია.
Il Bruciato პირველად წარმოებული იქნა 2002 წელს, ერთ-ერთი ყველაზე რთული რთველიდან, რომელიც ოდესმე ყოფილა Guado al Tasso მამულში. ეს ღვინო არის ბოლჰერის უნიკალური ტერუარის თანამედროვე ინტერპრეტაცია, რომელიც დამზადებულია გუადო ალ ტასოს ვენახებიდან საგულდაგულოდ შერჩეული კაბერნე სოვინიონის, მერლოსა და სირას ყურძნისგან. ნიადაგის გეოლოგიური შემადგენლობა დივერსიფიცირებულია, რაც ღვინოს სტრუქტურასა და კომპლექსურობას სძენს.